ავტორი:

"ჩვენ შენ გვერდით ვართ საქართველო" - ქართველი ფანის მიმართვა კეტი პერის და ფართო აუდიტორიას და ვარსკვლავის პასუხი: რა მოხდა ბერლინში (ვიდეო)

"ჩვენ შენ გვერდით ვართ საქართველო" - ქართველი ფანის მიმართვა კეტი პერის და ფართო აუდიტორიას და ვარსკვლავის პასუხი: რა მოხდა ბერლინში (ვიდეო)

ბერლინში კეტი პერის კონცერტზე ქართველ ფანს მიკროფონში სიტყვის თქმის შესაძლებლობა მიეცა, რა დროსაც მან საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

  • "მე ვარ საქართველოდან და ჩემი ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენ ვიბრძოდით და ვიბრძოლებთ დემოკრატიისთვის, მშვიდობისა და თანასწორობისთვის. ამჟამად ჩვენი ხელისუფლება პრორუსულია და ჩვენ ვაპროტესტებთ ყოველ დღე. მშვიდობიანი პროტესტის გამო მეც დამაკავეს", - თქვა მომღერლის ქართველმა ფანმა.

ამას კეტი პერისგან მაშინვე მოჰყვა რეაქცია და თქვა, რომ საქართველოს გვერდით დგანან.

"ჩვენ შენს გვერდით ვართ საქართველო, იმიტომ რომ გვჯერა დემოკრატიის", - თქვა სცენაზე მომღერალმა.

ნახეთ ვიდეო, რომელიც ევროპელი დემოკრატების ფეისბუქ გვერდზეც გამოქვეყნდა: