ავტორი:

ძლიერი წვიმა და ქარი - დღეს ამინდი მკვეთრად გაუარესდება: გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს

ძლიერი წვიმა და ქარი - დღეს ამინდი მკვეთრად გაუარესდება: გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს

დღეს, 26 ოქტომბერს, გვიან ღამემდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება.

ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს.

სააგენტოს ცნობით, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს(საფრთხის დონე დაბალი).