ავტორი:

სამი დაღუპული და 29 დაშავებული, მათ შორის ბავშვები  - რუსებმა კიევს დაარტყეს (ფოტოები)

სამი დაღუპული და 29 დაშავებული, მათ შორის ბავშვები  - რუსებმა კიევს დაარტყეს (ფოტოები)

რუსებმა 26 ოქტომბრის ღამეს უკრაინის დედაქალაქ კიევს დაარტყეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა და 29 დაშავდა.

  • უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, მაშველები დესნიანსკის რაიონში მუშაობენ, სადაც დრონის დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა და 9 და 16-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა.

ასევე, გავრცელდა ინფორმაცია ქალაქის ობოლონსკის რაიონში მდებარე მაღალსართულიან შენობაზე დრონის დარტყმის შესახებ.

თავდასხმის შედეგად დაშავებულ 29 ადამიანს შორის 7 ბავშვია.