ავტორი:

ლუვრის ძარცვის ბრალდებით ორი მამაკაცი დააკავეს - რას წერს ფრანგული მედია

ლუვრის ძარცვის ბრალდებით ორი მამაკაცი დააკავეს - რას წერს ფრანგული მედია

ფრანგული მედიის ცნობით, პარიზის ლუვრის მუზეუმიდან ძვირფასეულობის მოპარვასთან დაკავშირებით ორი ეჭვმიტანილი დააკავეს.

  • გამოცემა Le Parisien-ის ცნობით, მამაკაცები პარიზელები არიან. ერთ-ერთი მათგანი მაშინ დააკავეს, როდესაც შარლ დე გოლის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ასასვლელად ემზადებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილები, მანამდე იყვნენ დაკავებულები ქურდობის ბრალდებით. ჯერჯერობით, დამატებით ინფორმაცია მათ შესახებ უცნობია.

ცნობისთვის, 19 ოქტომბერს მშენებლებად შენიღბულმა სამმა მძარცველმა, ვიზიტორების თვალწინ, ლუვრი გაძარცვა. მათ ფასდაუდებელი ნივთები მშვიდად, დიდი ძალისხმევის გარეშე მოიპარეს. როგორც ფრანგული მედია წერს, ეს იყო "სენსაციური, ელვისებურად სწრაფი ძარცვა".

დილის 9:30 საათზე, ხელოვნების მუზეუმის გახსნიდან ნახევარ საათში, მძარცველები მივიდნენ შენობის იმ ფასადთან, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. ამწეს საშუალებით მეორე სართულის ფანჯარასთან ავიდნენ, საიდანაც ლუვრში შესვლა შეძლეს. ბენზინზე მომუშავე ხერხით კი გაჭრეს ვიტრინა, რომელშიც მოთავსებული იყო ძვირფასეულობა.