ავტორი:

“გვსურს, გამოვეხმაუროთ ბინძურ სპეკულაციას“ - რას წერს ჭიათურის მერია საქართველოს რუკასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟზე, რომელიც “ჭიათურობა 2025-ზე” გადაიღეს

“გვსურს, გამოვეხმაუროთ ბინძურ სპეკულაციას“ - რას წერს ჭიათურის მერია საქართველოს რუკასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟზე, რომელიც “ჭიათურობა 2025-ზე” გადაიღეს

სოციალურ ქსელში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, Facebook-ზე გამოქვეყნებულმა ფოტომ, სადაც საქართველოს რუკა დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე იყო წარმოდგენილი.

აღნიშნული ფაქტი არაერთმა მოქალაქემ გააპროტესტა, რის შემდეგაც ჭიათურის მერიის ოფიციალური Facebook გვერდიდან ფოტო წაიშალა.

მოგვიანებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ, ჭიათურობა 2025-ის აღსანიშნავ ღონისძიებაზე გადაღებულ ფოტოსთან დაკავშირებით განმარტება გამოაქვეყნდა, სადაც აღნიშნულია, რომ საზოგადოება შეცდომაში იქნა შეყვანილი.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ატეხილი აჟიოტაჟი იყო კონკრეტული ადამიანების მხრიდან საქართველოს ილუსტრირებულ რუკასთან დაკავშირებულ ბინძური სპეკულაცია. სინამდვილეში სკოლის მოსწავლეებმა დადგეს პერფორმანსი, სადაც ახალგაზრდა თაობა რუკას ოკუპირებულ ტერიტორიებს უბრუნებს და ამით ამთლიანებენ საქართველოს.

საბოლოოდ კი სურათი გამოიყურებოდა ასე:

“გვსურს, გამოვეხმაუროთ კონკრეტული ადამიანების მხრიდან საქართველოს ილუსტრირებულ რუკასთან დაკავშირებულ ბინძურ სპეკულაციას, რომელიც სოციალურ ქსელში “ჭიათურობა 2025-ის” ფარგლებში ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილმა პერფორმანსმა გამოიწვია.

ეს იყო სკოლის მოსწავლეების მიერ მომზადებული დადგმა, რომლის დასასრულს, ბავშვებმა გაამთლიანეს საქართველო.

თეატრალური დადგმა მიზნად ისახავდა საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ იმის შეხსენებას, რომ დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლა მუდმივი პროცესია.

საქართველოს რუკამ საბოლოოდ სწორედ ისეთი სახე მიიღო, რომელსაც ფოტოზე ხედავთ. აღნიშნული ფოტო სკოლის მოსწავლეების დადგმის დასრულების შემდეგ არის გადაღებული,“ - აღნიშნულია განცხადებაში.