წუხელ, რუსეთში, მოსკოვის ოლქში და მათ შორის, უშუალოდ მოსკოვში აფეთქებების ხმა ისმოდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელებში ადგილობრივები წერენ.
სობიანინის განცხადებით, დრონების ნამსხვრევების ადგილებზე საგანგებო სიტუაციების სამსახურები მუშაობენ.
<script async src="https://telegram.org/js/telegram-widget.js?22" data-telegram-post="RBC_ua_news/167784" data-width="100%"></script>
მათივე ინფორმაციით, აქედან 40 დრონი მოსკოვის რეგიონში ჩამოაგდეს, მათ შორის 34 დრონი, რომლებიც დედაქალაქის მიმართულებით მიფრინავდნენ.
გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდეს ბრიანსკის, ტულის, კურსკის, ორიოლის, როსტოვის, ვორონეჟის, ორენბურგის, ტამბოვის, ბელგოროდის, ლიპეცკისა და სამარის ოლქებში.