ავტორი:

უკვე ოფიციალურად - კეტი პერი და ჯასტინ ტრუდო ერთმანეთს ხვდებიან: მედიაში წყვილის პირველი ფოტოები ვრცელდება

უკვე ოფიციალურად - კეტი პერი და ჯასტინ ტრუდო ერთმანეთს ხვდებიან: მედიაში წყვილის პირველი ფოტოები ვრცელდება

უკვე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომღერალი კეტი პერი და კანადის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო ერთმანეთს ხვდებიან.

41 წლის პოპვარსკვლავი და 53 წლის პოლიტიკოსი წყვილის სტატუსით საზოგადოებაში პირველად გამოჩნდნენ.

TMZ-ის ცნობით, ისინი პარიზში, "Dark Horse“-ის მუსიკოსის დაბადების დღის წვეულებაზე ხელიხელჩაკიდებულები მივიდნენ,

  • პერისა და ტრუდოს რომანის შესახებ ჭორები პირველად ზაფხულში გაჩნდა, როდესაც ისინი კანადის მონრეალში პაემანზე შენიშნეს.

ჯასტინ ტრუდო 2023 წელს დაშორდა მეუღლეს - 18-წლიანი ურთიერთობის შემდეგ. კეტი პერი კი მიმდინარე წელს დაშორდა ორლანდო ბლუმს.

როგორც წყარო გამოცემა PEOPLE-ს უყვება, ტრუდო პოპვარსკვლავს დიდი ხანი "დასდევდა", ახლა კი მათ შორის დიდი კავშირია. "კეტი პერი კანადის ყოფილ პრემიერს მიმზიდველად მიიჩნევს, ტრუდო კი კეტის უდიდეს პატივს სცემს", - ამბობს წყვილთან დაახლოებული წყარო.