არგენტინის შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე ალიანსმა "თავისუფლება წინ მიიწევს“, რომლის შემადგენლობაში არგენტინის პრეზიდენტის, ხავიერ მილეის "ლიბერტარიანული პარტიაც“ შედის, გამარჯვება მოიპოვა.
ალიანსმა ასევე გაიმარჯვა დედაქალაქ ბუენოს-აირესში, რომელიც დიდი ხანია ულტრალიბერალების მთავარი მეტოქის, ყოფილი პრეზიდენტის, კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერის, მემარცხენე ცენტრისტული კოალიციის, "სამშობლოს ძალის“ დასაყრდენად ითვლება.
კოალიციამ შუალედურ არჩევნებში ხმების 31.6% მიიღო.
BBC-ი წერს, რომ კენჭისყრამდე მილეის მოკავშირემ, დონალდ ტრამპმა, მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ არგენტინისთვის ცოტა ხნის წინ გამოცხადებული 40 მილიარდი დოლარის გამოყოფა მილეის მიერ პოლიტიკური იმპულსის შენარჩუნებაზე იქნებოდა დამოკიდებული.