გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 ოქტომბერს საქართველოში წვიმა, ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმული ღელვაა მოსალოდნელი.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“- ნათქვამია ინფორმაციაში.