ავტორი:

ბელარუსიდან ლიეტუვაში საჰაერო ბუშტები შეფრინდა, რის გამოც ბელარუსთან სასაზღვრო პუნქტი და ვილნიუსის აეროპორტი დაიხურა - რა დეტალებია მომხდარზე ცნობილი

ბელარუსიდან ლიეტუვაში საჰაერო ბუშტები შეფრინდა, რის გამოც ბელარუსთან სასაზღვრო პუნქტი და ვილნიუსის აეროპორტი დაიხურა - რა დეტალებია მომხდარზე ცნობილი

ლიეტუვამ, ქვეყნის ტერიტორიაზე ბელარუსიდან მეტეოროლოგიური ბუშტების შეფრენის გამო, ბელარუსთან სასაზღვრო გამშვები პუნქტები და ვილნიუსის აეროპორტი დროებით დახურა.

  • ლიეტუვის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ცნობით, კვირას, ადგილობრივი დროით 22:00 საათიდან, ბუშტების გაშვების საპასუხოდ, ბელარუსთან სასაზღვრო გამშვები პუნქტები დაიხურა.

"22:10 საათიდან, ბელარუსიდან ლიეტუვაში შემოსული საჰაერო ბუშტების გამო, დროებით შეჩერდა სატრანსპორტო საშუალებებისა და ადამიანების გადაადგილება მედინინკაისა და შალჩინინკაის სასაზღვრო გამშვები პუნქტებით“, - აცხადებენ ლიეტუვის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში.

გარდა ამისა, ინციდენტის გამო, ვილნიუსის აეროპორტმა ოპერირება დროებით შეაჩერა.

დროებითმა შეზღუდვებმა 50-მდე ავიარეისზე იმოქმედა: 13 გაუქმდა, 14 გადამისამართდა და 20 გადაიდო, რის შედეგადაც, საერთო ჯამში, დაახლოებით 7 000 მგზავრი დაზარალდა.

არსებული ინფორმაციით, საჰაერო ბუშტებით კონტრაბანდული სიგარეტი გადაჰქონდათ.