დღეს ორშაბათია, მძიმე დღეა და როგორც ჩანს, სამსახურს დღესაც აცდენენ - ასევე, გზაში ერთი დეპუტატი დაკარგეს, რომელმაც განაცხადა, რომ პარლამენტიდან გასვლას აპირებს, - ამ განცხადებით ბიუროს სხდომაზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატების საპარლამენტო საქმიანობის დაწყებას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა.
"მათ რთული გზა გამოიარეს. ვნახოთ, როგორ ჩაეწერებიან საპარლამენტო საქმიანობაში. ექნებათ რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენების შესაძლებლობა, რაც პარლამენტის წევრებს გააჩნიათ. წინა მოწვევის პარლამენტის წევრს შალვა კერესელიძეს შევხვდი, ამ ტექნიკურ საკითხებზე ვისაუბრეთ. პარლამენტის აპარატი მათთან კონტაქტზეა და უზრუნველყოფილი იქნებიან იმისთვის, რომ სამუშაო გარემო ჰქონდეთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.