ბრიტნი სპირსის ოჯახი მომღერლის მდგომარეობის გამო "შეშფოთებულია". სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სავარაუდოდ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბრიტნი სპირსი ავტომობილით გზაზე სახიფათოდ მოძრაობს.

გამოცემის ცნობით, ზოგიერთი წყარო ვარაუდობს, რომ სპირსი, შესაძლოა, კვლავ მეურვეობის ქვეშ გადაიყვანონ, ბრიტნის მეურვე წლების განმავლობაში მისი მამა, ჯეიმი სპირსი იყო. მომღერლის კარიერას თუ პირად ცხოვრებას მამა აკონტროლებდა და მას დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უფლება არ ჰქონდა.შემდეგ დაიწყო კამპანია "გაათავისუფლე ბრიტნი" და საბოლოოდ, სასამართლოს გზით, პოპ შემსრულებელმა თავისუფლება მოიპოვა.ახლა კი ზოგიერთი თვლის, რომ ეს შესაძლოა, არ ყოფილიყო სწორი გადაწყვეტილება.


<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/IEbzMtzBBkE?si=NG8qKII81fWgQIal" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>
"ბოლოს, როდესაც ჯეიმი ქალიშვილის დასაცავად ჩაერია, ის საზოგადოების ნომერ პირველი მტერი გახდა. ბევრი ამბობს, რომ ის შვილის ფულის მითვისებას ცდილობდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება", - ამბობს წყარო.
აღსანიშნავია, რომ ბრიტნი სპირსის ქმედებას წინ უძღოდა მისი ყოფილი ქმრის, კევინ ფედერლაინის მემუარების, “You Thought You Knew”-ის გამოქვეყნება. წიგნში ფედერლაინი ბრიტნისთან დაკავშირებულ რთულ პერიოდზე წერს.
“ჩემი ყოფილი ქმრისგან მუდმივი მანიპულაცია ძალიან მტკივნეული და დამღლელია, ყოველთვის ვითხოვდი, ჩემი ვაჟების გვერდით ცხოვრების საშუალება მქონოდა, მოზარდ შვილებთან ურთიერთობა რთულია. ამ სიტუაციაში თავს დამცირებულად ვგრძნობ და მუდამ ვცდილობ, ისინი ჩემი ცხოვრების ნაწილი იყვნენ", - დაწერა ბრიტნიმ სოციალურ ქსელში.