ავტორი:

ინოვაციური მტვერსასრუტი, რომელსაც ნივთების გადაადგილება შეუძლია - Roborock Saros Z70 საქართველოშია

ინოვაციური მტვერსასრუტი, რომელსაც ნივთების გადაადგილება შეუძლია - Roborock Saros Z70 საქართველოშია

„ჭკვიანი წმენდის“ ინოვაციური ტექნოლოგია, რომელმაც მსოფლიო მოიცვა - „რობოროკმა“ წარადგინა ახალი რობოტი მტვერსასრუტი Saros Z70, რომელსაც ხუთღერძიანი დასაკეცი მექანიკური მკლავი აქვს და იატაკიდან პატარა ნივთების გადაადგილება შეუძლია (სათამაშოები, წინდები, ოთახის ფეხსაცმელი და სხვა).

რობოტი მტვერსასრუტი წარმოდგენილია Ecostore.ge-ზე, სადაც დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ მისი ფუნქციონალების შესახებ, შეზღუდული დროით „რობოროკის“ უახლეს ინოვაციურ რობოტ მტვერსასრუტსა და სხვა მოდელებზე მოქმედებს ფასდაკლებაც.

Roborock Saros Z70 თქვენი ასისტენტი გახდება სახლში. ის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მტვერსასრუტია, რომელიც მტვრის უმცირეს ნაწილაკებსაც „ხედავს“, მისი შესრუტვის სიმძლავრე 22 000 პასკალია. ულტრა-თხელი კორპუსის წყალობით მოწყობილობა მარტივად შედის დაბალი ავეჯის ქვეშ, აღჭურვილია ორმაგი მბრუნავი მოპის დისკებით, წყალს აცხელებს 80 ∘C-მდე და აქვს ავტომატური რეცხვის ფუნქციონალი. მოპები არის მოძრავი და ავტომატურად ასუფთავებს მიუდგომელ სივრცეებს, მათ შორის კუთხეებსა და კიდეებს. ავტომატური აწევის ფუნქციის წყალობით კი მოწყობილობა მაღლდება ხალიჩაზე ასვლისას და მარტივად ლახავს დაბალ ბარიერებს, შეუძლია 108-მდე სხვადასხვა ობიექტის ამოცნობა.

„რობოროკის“ ახალი რობოტი მტვერსასრუტი სრულად გაგათავისუფლებთ იატაკის დალაგების რუტინისგან და დაგეხმარებათ, დღის ნებისმიერ მონაკვეთში სრულყოფილი სისუფთავე გქონდეთ სახლში. მტვერსასრუტი ფაქტობრივად ყველაფერს ავტომატურად აკეთებს, ადამიანის ჩარევის გარეშე, რაც მის მფლობელს მაქსიმალურ კომფორტს უქმნის.

ჭკვიანი წმენდის ტექნოლოგია, რომელიც „რობოროკმა“ შემოგვთავაზა, საშუალებას გვაძლევს, უბრალოდ ჩავრთოთ მტვერსასრუტი და თავიდან ავიცილოთ ყოველდღიური დამღლელი რუტინა, განსაკუთრებით მაშინ, როცა დიდი ფართობის დასუფთავება გვიწევს.

„რობოროკის“ ინოვაციური Saros Z70 მოდელების Ecostore.ge-ზე შესაძენად მიჰყევით ბმულებს:

„რობოროკის“ სხვა მაღალტექნოლოგური რობოტი და ხელის მტვერსასრუტების ფასდაკლებით შესაძენად მიჰყევით ბმულს.

მტვერსასრუტზე მოქმედებს:

  • „კრედოს“ განვადება/განაწილება;
  • „თიბისის“ განაწილება;
  • 2-წლიანი გარანტია;
  • უფასო მიწოდება თბილისში იმავე დღეს, რეგიონებში კი 2-3 სამუშაო დღეში.

არ გამოტოვოთ შანსი, გაიმარტივოთ ყოველდღიურობა „ჭკვიანი ტექნიკის“ დახმარებით!

R