ავტორი:

ხელისუფლებამ საკრებულოებში ახალი თანამდებობების შექმნა გადაიფიქრა - პარლამენტმა გასული კვირის ინიციატივა უკან გაიწვია

ხელისუფლებამ საკრებულოებში ახალი თანამდებობების შექმნა გადაიფიქრა - პარლამენტმა გასული კვირის ინიციატივა უკან გაიწვია

პარლამენტმა უკან გაიწვია გასულ კვირას ინიციირებული და დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარდგენილი ცვლილებები, რომელიც ახალარჩეულ საკრებულოებში ახალი თანამდებობების შექმნას ითვალისწინებდა პარლამენტმა უკან გაიწვია გასულ კვირას ინიციირებული და დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარდგენილი ცვლილებები, რომელიც ახალარჩეულ საკრებულოებში ახალი თანამდებობების შექმნას ითვალისწინებდა.

საუბარია “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებზე, რომლის ამოქმედების შედეგად თვითმმართველ ქალაქებში საკრებულოს თავმჯდომარეს კიდევ ერთი მოადგილე ემატებოდა და სამი მოადგილის ნაცვლად, ოთხი მოადგილე ეყოლებოდა. გარდა ამისა, ამავე პროექტის ფარგლებში დაგეგმილი იყო საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის შემოღება.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ კანონის პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა, აღნიშნული ცვლილებები მუნიციპალიტეტებისთვის ფინანსური ტვირთის გაზრდას იწვევს, რისი გაკეთებაც ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ ჩაითვალა.