ავტორი:

აშშ-ს სანაპიროსთან ათასობით ამოუცნობი წყალქვეშა ობიექტი დააფიქსირეს - ფანტასტიკა თუ რეალური საფრთხე?

აშშ-ს სანაპიროსთან ათასობით ამოუცნობი წყალქვეშა ობიექტი დააფიქსირეს - ფანტასტიკა თუ რეალური საფრთხე?

"ნიუ იორკ პოსტი" წერს, რომ პოპულარულმა აპლიკაციამ, რომელიც უცნობი მფრინავი ობიექტების (UFO) შესახებ მონაცემებს აგროვებს, აშშ-ის სანაპირო წყლებთან ათასობით იმ უცნობი წყალქვეშა ობიექტი (USO) დააფიქსირა, რომლებიც “შესაძლოა ეროვნული უსაფრთხოებისთვის წარმოადგენდნენ საფრთხეს“.

სისტემა რომელსაც Enigma ეწოდება, აცხადებს, რომ “UFO დაკვირვებების შესახებ მსოფლიოში ყველაზე სრულყოფილ მონაცემთა ბაზას ფლობს“ სადაც 2022 წლის შემდეგ უცნობი მფრინავი ობიექტისა და უცნობი ანომალიური ფენომენის შესახებ უკვე 30 000-ზე მეტი მოხსენებაა შესული.

დაკვირვებები მხოლოდ ცას არ ეხება - შემოსული ცნობების ნაწილი ასევე აღწერს უცნობ ობიექტებს, რომლებიც ზღვიდან ამოდიან ან წყალში ეშვებიან.

მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, აგვისტოსთვის Enigma- მ აშშ-ს სანაპიროებთან 9 000-ზე მეტი იდუმალი შემთხვევა დააფიქსირა, აქედან 150-ზე მეტი მოვლენა დიდი ზომის ამოუცნობ ობიექტებს აღწერს, რომლებიც წყლის ზედაპირზე ტივტივებდნენ ან წყალში იძირებოდნენ.

ყველაზე მეტი USO კალიფორნიასა (389) და ფლორიდაში (306) დაფიქსირდა. შტატებში, რომელსაც ოკეანის ყველაზე გრძელი სანაპიროები აქვს, ერთ -ერთი უჩვეულო მოვლენა ტელეფონის კამერითაც იქნა გადაღებული. კადრებში წყლის ზედაპირის ქვეშ ამოუხსნელი მწვანე სინათლეების მოძრაობა მოჩანს.

უცხო ობიექტების დანახვა ახალი ამბავი არ არის და მეცნიერების დიდი ნაწილი ასეთ ცნობებს ხშირად სკეპტიკურად უყურებს ან სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროს მიაკუთვნებს. თუმცა, საზღვაო ძალების ყოფილი კონტრ-ადმირალი ტიმ გალაუდეტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ობიექტებს, რომლებიც ჰაერიდან წყალში ავარიის ან სხვა მოვლენის გამო ვარდებიან, შესაძლოა “მსოფლიოს შეცვლის“ პოტენციალი ჰქონდეთ.

განგაში 2019 წლის ივლისში ატყდა, როდესაც USS Omaha-მ სან-დიეგოს სანაპიროსთან UFO/UAP დააფიქსირა, რომელიც ჯერ საზღვაო ფლოტის ახლოს დაფრინდა, ხოლო შემდეგ ყოველგვარი კვალის დატოვების გარეშე ზღვაში გაუჩინარდა. ინციდენტის ვიდეოს ავთენტურობა პენტაგონმა დაადასტურა.

“ზუსტი, სამხედრო მეთვალყურეობის სისტემებით აღჭურვილი პილოტები და სანდო დამკვირვებლები აფიქსირებენ ობიექტებს, რომლებიც იმ აჩქარებით მოძრაობენ და ისე კვეთენ ჰაერ-ოკეანის საზღვრებს, რაც არ შეიძლება ადამიანის მიერ შექმნილ ტექნიკას გააჩნდეს“,- აცხადებს გადამდგარი კონტრ-ადმირალი.

წყარო