ინტერნეტში აქტიურად განიხილავენ ვიდეოს, რომელიც თვითმხილველებმა მოსკოვში გადაიღეს.
კადრებში ჩანს ცაზე მოძრავი უზარმაზარი მწვანე ცეცხლოვანი ბურთი.
შემთხვევა დილის საათებში მოხდა და რუსეთის დედაქალაქის თავზე მფრინავი ცეცხლოვანი ბურთი ასობით ადამიანმა დააფიქსირა. ალმოდებული ობიექტი მრავალსართულიანი შენობების თავზე სწრაფად გადაადგილდებოდა, შემდეგ ცეცხლში გაეხვევა და ღრუბლებში გაქრა.


ბევრმა ამოუცნობი სხეული მეტეორად მიიჩნია, თუმცა იგივე 2013 წელს ჩელიაბინსკში ჩამოვარდნილი ნამსხვრევისგან განსხვავებით, ობიექტს ნგრევა და ზიანი არ გამოუწვევია, ის უეცრად გაუჩინარდა.