ვიქტორ ორბანის განცხადებით, დონალდ ტრამპმა რუსული ნავთობკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესებით შეცდომა დაუშვა.
„უნგრეთის გადმოსახედიდან, დიახ. ამიტომ, შევეცდებით, რომ გამოსავალი ვიპოვოთ, განსაკუთრებით უნგრეთისთვის“, - აღნიშნა ორბანმა.
მისი თქმით, სანქციების საკითხს ვაშინგტონში, დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე განიხილავს.
„ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ შევქმნათ მდგრადი სისტემა ჩემი ქვეყნის ეკონომიკისთვის, რადგან უნგრეთი რუსულ ნავთობსა და გაზზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. მათ გარეშე, ფასები მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც ჩვენი მარაგების დეფიციტს გამოიწვევს“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.