“ძნელია სამძიმრის სიტყვები დაწერო კაცზე, რომელიც გამორჩეული მეგობარი და თანამებრძოლი იყო პირადად ჩემთვის და “ქართული ოცნების” დიდი ოჯახისთვის“ - კახა კალაძე ლაშა ბასლანძის შესახებ

“ძნელია სამძიმრის სიტყვები დაწერო კაცზე, რომელიც გამორჩეული მეგობარი და თანამებრძოლი იყო პირადად ჩემთვის და “ქართული ოცნების” დიდი ოჯახისთვის“ - კახა კალაძე ლაშა ბასლანძის შესახებ

თბილისის მერი კახა კალაძე მუსიკალური პროდიუსერის, ლაშა ბასლანძის გარდაცვალების შესახებ წერს და მის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

მისი თქმით, ბასლანძე მისი პირადი მეგობარი და “ქართული ოცნების“ დიდი გულშემატკივარი იყო.

“ძნელია სამძიმრის სიტყვები დაწერო კაცზე, რომელიც გამორჩეული მეგობარი, გულშემატკივარი, თანამებრძოლი და ერთგული ადამიანი იყო პირადად ჩემთვის და “ქართული ოცნების” დიდ ოჯახისთვის.

ლაშა ბასლანძის სახით ქვეყანამ დაკარგა პატრიოტი კაცი, საზოგადოებამ კი სიმართლისთვის მებრძოლი, უკომპრომისო მოქალაქე.სამძიმარს ვუცხადებ ლაშას ოჯახს, მის ახლობლებსა და მეგობრებს!“ - წერს კალაძე.

რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა.

იხილეთ ასევე: