უნგრეთს სურს, ჩეხეთთან და სლოვაკეთთან ერთად, უკრაინის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ალიანსი შექმნას, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავარმა პოლიტიკურმა მრჩეველმა, ბალაშ ორბანმა Politico-ს განუცხადა.
POLITICO წერს, მიუხედავად იმისა, რომ მყარი პოლიტიკური ალიანსის ჩამოყალიბება ჯერ კიდევ შორს არის, ამ ფორმირებამ, შეიძლება, მნიშვნელოვნად შეაფერხოს ევროკავშირის ძალისხმევა უკრაინის ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის კუთხით.
POLITICO წერს, რომ ვიშეგრადის ახალ ალიანსში ოთხის ნაცვლად სამი წევრი იქნება, რადგან პოლონეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი უკრაინის მხარდამჭერია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ორბანთან რაიმე ალიანსში შევიდეს.