სტუდენტობა თავგადასავლებითა და სიახლეებით სავსე პერიოდია. ცხოვრების ტემპი კიდევ უფრო აჩქარებულია და ქალაქში სწრაფი გადაადგილება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
ქალაქში მანქანებისა და, შესაბამისად, საცობების რაოდენობის ზრდის პარალელურად, უფრო და უფრო პოპულარული ხდება მოპედები. დღესდღეობით კი ეს ტრანსპორტი აღარ წარმოადგენს ფუფუნებას - მას აქტიურად იყენებენ როგორც გამოცდილი რაიდერები, ისე დამწყები მძღოლები და სტუდენტები.
თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ, ღირს თუ არა ორბორბლიან ტრანსპორტზე გადაჯდომა, მოტო მაღაზია “პიტსტოპ მოტო” გთავაზობთ 5 მიზეზს, თუ რატომ არის მოპედი საუკეთესო ტრანსპორტი სტუდენტებისთვის:
1. მგზავრობა საცობების გარეშე
სტუდენტისთვის ყველაზე ძვირფასი რესურსი დროა. უნივერსიტეტთან ახლოს პარკირების ადგილის ძებნა პიკის საათებში ძალიან დიდი გამოწვევაა. ასევე ძალიან რთული და არაკომფორტულია საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა სალექციო დროებში ხალხის რაოდენობის გამო.
მოპედი, თავისი კომპაქტური ზომის წყალობით, საშუალებას გაძლევთ მარტივად აუაროთ გვერდი საცობებს, სწრაფად იმოძრაოთ ვიწრო ქუჩებში და უმოკლეს დროში მიხვიდეთ დანიშნულების ადგილზე.
2. ბიუჯეტურობა
როდესაც საქმე სტუდენტურ ფინანსებს ეხება, ყოველი თეთრი მნიშვნელოვანია. მოპედი ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიური ტრანსპორტია როგორც შეძენის, ასევე ექსპლუატაციის კუთხით. ის საწვავის მცირე რაოდენობას მოიხმარს, (საშუალოდ 100 კილომეტრზე 2-3 ლიტრი), მისი ტექნიკური მომსახურება კი გაცილებით იაფია, ვიდრე ავტომობილის.
ამ მიმართულებით კი “პიტსტოპ მოტოს” საშემოდგომოდ განსაკუთრებული შეთავაზება აქვს მომხმარებლებისთვის. მომხმარებელს 20%-იანი ფასდაკლებით შეუძლია შეიძინოს შემდეგი მოდელები:
Aprilia Tuono 457-ის შეძენა კი 25%-იანი ფასდაკლებითაა შესაძლებელი.
3. გამარტივებული პარკირება
უნივერსიტეტების, ბიბლიოთეკებისა თუ კაფეების გარშემო პარკირება დღის ნებისმიერ მონაკვეთში, განსაკუთრებით პიკის საათებში, ძალიან რთულია.
მოტოციკლები და მოპედები კი ამ პრობლემას სრულიად ხსნის სტუდენტისთვის. მათი დაპარკინგება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ ადგილას, როგორც ტროტუარზე, ისე სტანდარტულ, საპარკინგე სივრცეებში.
4. მართვის სიმარტივე
თანამედროვე მოპედების უმეტესობა აღჭურვილია ავტომატური გადაცემათა კოლოფით, რაც მათ მართვას განსაკუთრებით მარტივს ხდის. სტუდენტს არ სჭირდება დიდი გამოცდილება იმისთვის, რომ მოპედი ეფექტურად მართოს.
ეს კი მოპედს იდეალურ სატრანსპორტო საშუალებად აქცევს ახალგაზრდებისთვის.
5. თავისუფლების შეგრძნება და ეკოლოგიური არჩევანი
მოპედი მხოლოდ სატრანსპორტო საშუალება არ არის ეს არის თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ახალგაზრდული ცხოვრების სტილის ნაწილი. ის საშუალებას გაძლევთ, უკეთ შეიგრძნოთ ქალაქის რიტმი და ნებისმიერ მომენტში მარტივად შეცვალოთ მარშრუტი.
გარდა ამისა, მოპედები, სტანდარტულ ავტომობილებთან შედარებით, გარემოს ნაკლებად აზიანებს გამონაბოლქვით.
ამ 5 მიზეზის გათვალისწინებით, გირჩევთ ისარგებლოთ შეთავაზებით და მოპედები 20 და 25%-იანი ფასდაკლებით შეიძინოთ. პროდუქტის შესარჩევად შეგიძლიათ “პიტსტოპ მოტოს” შოურუმს ეწვიოთ, სადაც პროფესიონალი კონსულტანტები თქვენს საჭიროებებზე იდეალურად მორგებული ტრანსპორტის შერჩევაში დაგეხმარებიან.
შეარჩიეთ მოპედი და დაიწყეთ სტუდენტური ცხოვრება სრული თავისუფლებით!
R