იამაიკა წლის და შესაძლოა, კუნძულის ისტორიაში ყველაზე ძლიერი შტორმისთვის ემზადება. ამერიკელი მეტეოროლოგების განცხადებით, “მელისას“ შესაძლოა "კატასტროფული და სასიკვდილო“ შედეგები მოჰყვეს.
არსებული გათვლებით, სამშაბათს დილიდან კარიბის ზღვის კუნძულზე ქარიშხალი მე-5 კატეგორიის შტორმი - "მელისაა“ მოსალოდნელი, რომლის ქარის სიჩქარე 282 კმ/სთ-მდეა.
იამაიკაში დაღუპულთა გარდა, 4 ადამიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა ჰაიტისა და დომინიკის რესპუბლიკაში.
ექსპერტების თქმით, ქარიშხალმა შეიძლება გამოიწვიოს ხანგრძლივი კოკისპირული წვიმები, რაც გაზრდის დამანგრეველი წყალდიდობისა და მეწყრის რისკს.
აშშ-ის ეროვნული ქარიშხლების ცენტრის (NHC) მონაცემებით, "მელისა“ 2025 წლისთვის ყველაზე ძლიერი შტორმია და თუ ის ამჟამინდელ ძალას შეინარჩუნებს, იამაიკაში 1851 წლიდან მოყოლებული ყველაზე ძლიერი ქარიშხალი გახდება.
დომინიკის რესპუბლიკაში 79 წლის მამაკაცი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც სანტო დომინგოში დინებამ წაიღო, ხოლო 13 წლის ბიჭი დაიკარგა.
ხოლო NHC-ი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მოსალოდნელია "კატასტროფული, სიცოცხლისთვის საშიში ქარი, წყალდიდობა და შტორმის ტალღა“.
"დარჩით სახლში - მოსალოდნელია სასიკვდილო წყალდიდობა და მრავალი მეწყერი. როდესაც ქარიშხალი კუნძულს გადაუვლის, მისი სიჩქარე მკვეთრად გაიზრდება“, - მიმართა NHC-ის დირექტორმა, მაიკლ ბრენანმა მოსახლეობას.
განათლების მინისტრმა დანა მორის დიქსონმა BBC-ს განუცხადა, რომ ქვეყანა “უპრეცედენტო მასშტაბის“ შტორმისთვის ემზადება:
"მთელი ოქტომბერი წვიმდა და ნიადაგი გაჟღენთილია. მთებში ფართომასშტაბიან წყალდიდობას და მეწყერს ველით“.
ხელისუფლებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 881-ვე თავშესაფარი აამოქმედა.
აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ქარიშხლის მონაცემების შეგროვების მიზნით, Hurricane Hunter-ის თვითმფრინავი იძულებული გახდა, მისია შეეწყვიტა.
<blockquote class="twitter-tweet" data-media-max-width="560"><p lang="en" dir="ltr">The eye of Huricane Melissa. She seems nice! <a href="https://t.co/Mb11cTjxsM">pic.twitter.com/Mb11cTjxsM</a></p>— Smokey (@SmokeytheBrave) <a href="https://twitter.com/SmokeytheBrave/status/1982862244997382249?ref_src=twsrc%5Etfw">October 27, 2025</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>