უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის ბუდაპეშტში დაგეგმილი სამიტი მაინც გაიმართება.
"ეს არის პირველი, რაც ჩვენ გვინდა. მეორე ის არის, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა არ უნდა დაამყარონ გაწევრიანებასთან დაკავშირებული ურთიერთობა ომის შემდგომ უკრაინასთან, არამედ უნდა დავამყაროთ სტრატეგიული პარტნიორობა. ნუ ჩავერთვებით ომში, ნუ გავგზავნით ფულს. ყოველთვის დავდოთ შეთანხმებები უკრაინასთან, რომლებიც მისთვის კარგია, მაგრამ საფრთხეში არ ჩაგვაგდებს“, -აღნიშნა ორბანმა.