ბელარუსსა და რუსეთს ევროპაზე თავდასხმის განზრახვა არ აქვთ, ჩვენ ესკალაცია არ გვჭირდება, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ მინსკში, ევრაზიის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ბოლო დროს ჩვენ და რუსეთს გვადანაშაულებენ, რომ ხვალ ან ზეგ, პოლონეთს დავიკავებთ ან ბალტიისპირეთს, ან ყველაფერს ერთად ან სულ მცირე, სუვალკის დერეფანს. ამას პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების დღიდან ვისმენ. ეს სრული სისულელეა. ჩვენ მიზანში არავის ვიღებთ. არანაირი ევროპა, პარიზი ან ლონდონი არ გვჭირდება. არც ლიეტუვა და არც პოლონეთი არ გვჭირდება. ჩვენ ესკალაცია არ გვჭირდება“, - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
"ზოგიერთმა მეზობელმა საზღვრების დახურვით აბსურდული თაღლითობა განახორციელა. მათ აბსურდული მიზეზი მოიგონეს. თუ დამნაშავე ხარ, მაშინ ბოდიში ყოველთვის უნდა მოიხადო. თუ დაგვარწმუნებენ, რომ ჩვენ დამნაშავეები ვართ, მაშინ ბოდიშს საჯაროდ მოვიხდით“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.
ცნობისთვის, მინსკში ევრაზიის უსაფრთხოების კონფერენცია 28-29 ოქტომბერს იმართება.