ავტორი:

“დაასანქცირონ ქართული ბანკები - არ სურთ, რომ საქართველო ევროკავშირში შევიდეს, ვინაიდან მათი ყაჩაღური ზემოგებები შემცირდება“ - მიხეილ სააკაშვილი აშშ-ს, ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს მიმართავს

“დაასანქცირონ ქართული ბანკები - არ სურთ, რომ საქართველო ევროკავშირში შევიდეს, ვინაიდან მათი ყაჩაღური ზემოგებები შემცირდება“ - მიხეილ სააკაშვილი აშშ-ს, ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს მიმართავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აშშ-ს, ევროკავშირს და გაერთიანებულ სამეფოს მოუწოდებს, ქართული ბანკები დაასანქცირონ.

როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, „ბანკებს არ სურთ, რომ საქართველო ევროკავშირში შევიდეს, რადგან მათი ყაჩაღური ზემოგებები მრავალგზის შემცირდება“.

„ჩემი მოწოდებაა ამერიკის შეერთებული შტატებისადმი, ევროკავშირისადმი და გაერთიანებული სამეფოსადმი, დაასანქცირონ ქართული ბანკები, როგორც დიქტატურის ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული პოლიტიკის თანამონაწილეები. ბანკებს არ სურთ, რომ საქართველო ევროკავშირში შევიდეს, ვინაიდან ამ შემთხვევაში, მათი ყაჩაღური ზემოგებები მრავალგზის შემცირდება“,-წერს სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.