„ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელი პარტია „ლელოს“ 59 წევრზე არ გავრცელდება, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, საკრებულოს წევრები გახდნენ.
„ჩვენი კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილი არ იქნება არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტა, რაც დღევანდელი მდგომარეობით, რელევანტური იქნებოდა მხოლოდ პარტია „ლელოს“ სახელით საკრებულოში გასულ 59 წევრთან დაკავშირებით. ამით გვსურს პატივი ვცეთ მათ ამომრჩევლებს და განსხვავებით თავად პარტია „ლელოსგან“, რომელმაც მისი ამომრჩევლისგან მინიჭებული საპარლამენტო მანდატების მიღებაზე უარი თქვა, საკრებულოებში შევინარჩუნოთ ამომრჩევლის მიერ გაცემული მანდატი. ასევე, ჩვენი სარჩელი არ შეიცავს არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის მოთხოვნას“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
იხილეთ ასევე: