გარდაიცვალა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, - ამის თაობაზე ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
"სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები უდიდესი გულისტკივილით და ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა სააგენტოს ხელმძღვანელი, ბატონი ზურაბ ჩეკურაშვილი - პროფესიონალიზმით, უდიდესი გამოცდილებით, ავტორიტეტითა და ადამიანური ღირსებებით გამორჩეული პიროვნება, რომელიც სააგენტოს 10-ზე მეტი წლის განმავლობაში ედგა სათავეში", - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.
ზურაბ ჩეკურაშვილი დაიბადა 1957 წლის 26 დეკემბერს. 1979 წელს - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფი-ნიადაგმცოდნის სპეციალობით. 1983 წელს დაამთავრა ვ. დოკუჩაევის სახელობის ნიადაგმცოდნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა (მოსკოვი, რუსეთი).
სხვადასხვა დროს იკავებდა თანამდებობებს სახელმწიფო უწყებებში.
.