ავტორი:

70 წლის კაცი 15 წლამდე გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს -  "ემუქრებოდა, რომ გამხელის შემთხვევაში ახლობლებს მოუკლავდა"

70 წლის კაცი 15 წლამდე გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს -  "ემუქრებოდა, რომ გამხელის შემთხვევაში ახლობლებს მოუკლავდა"

სამეგრელოში 70 წელს გადაცილებული მამაკაცი არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედებისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი 15 წლამდე გოგონა გოგონას წლების განმავლობაში ავიწროებდა და ამის გამხელის შემთხვევაში, ახლობლების მოკვლით ემუქრებოდა. საბოლოოდ, გოგონამ მომხდარი კლასელს გაუმხილა, რის შემდეგაც მომხდარი პოლიციამაც გაიგო.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 141-ე და 151-ე მუხლებით დაიწყო.