პლატფორმა x-ზე უნიკალური ვიდეო გამოქვეყნდა. მეტეოროლოგმა ჯერემი დიჰარტმა იმ ქარიშხლის "თვალის" შიდა ნაწილის გადაღება მოახერხა, რომელიც იამაიკისკენ თითქმის 200 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა და უკვე იმსხვერპლა სამი ადამიანი, რომლებიც მოსამზადებელ სამუშაოებში იყვნენ ჩართული.
<blockquote class="twitter-tweet" data-media-max-width="560"><p lang="en" dir="ltr">From a crewmember on yesterday's Teal 74 mission into now-Category 5 Hurricane <a href="https://twitter.com/hashtag/Melissa?src=hash&ref_src=twsrc%5Etfw">#Melissa</a>. As clear of an eye as you will see in the Atlantic basin. <a href="https://t.co/5tktvvrIR1">pic.twitter.com/5tktvvrIR1</a></p>— Jeremy DeHart (@JeremyDeHartWX) <a href="https://twitter.com/JeremyDeHartWX/status/1982840670068044004?ref_src=twsrc%5Etfw">October 27, 2025</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>


მიუხედავად იმისა, რომ "თვალის" გარშემო ქარი 175 კმ/სთ სიჩქარით ბობოქრობდნენ, თავად ცენტრში ცისფერი ცა მოჩანს და მზის სხივები ანათებს.
თავად მე-5 კატეგორიის გიგანტური ქარიშხალი კუნძულს სამშაბათს დაატყდება თავს და როგორც ვარაუდობენ შეიძლება კატასტროფული შედეგების მომტანი იყოს.
ჯანდაცვისა მინისტრის, კრისტოფერ ტაფტონის განცხადებით შტორმთან დაკავშირებული მიზეზებით უკვე დაიღუპა 3 ადამიანი, 15 ზე მეტი კი დაშავდა. უბედური შემთხვევები ხეების ჭრას ,სახურავის ჩამოვარდნას, წყალდიდობებს და ავტოავარიას უკავშირდება.

მეტეოროლოგების განცხადებით, ქარიშხალი კუნძულზე სავარაუდოდ რამდენიმე დღე იბობოქრებს, ხოლო მოსული ნალექების რაოდენობა 100 სმ. მიაღწევს, რაც თავისთავად უკვე განგაშის საფუძველია.

ქარიშხალთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეოებიც გავრცელდა, სადაც ჩანს როგორ დაცურავენ ზვიგენები ქალაქის დატბორილ ქუჩებში. ბევრმა ვერ შეძლო ინტერნეტში გაერჩია, კადრები, რეალური იყო, თუ "ფეიკი". შესაბამისი უწყებები მოუწოდებენ ყველას, პანიკის თავიდან ასაცილებლად მსგავსი ფეიკ კადრები ინტერნეტში არ განათავსონ.



"ქარიშხლის ზვიგენები" ინტერნეტ სივრცეში ამინდის თითქმის ყოველი მნიშვნელოვანი გაუარესების დროს ჩნდებიან, ადრე ეს ფოტომონტაჟის შედეგი იყო, დღეს უკვე იგივე საქმისთვის AI გამოიყენება. ამიტომ ჯობია საერთოდა არ მიაქციოთ მსგავს ყალბ კადრებს" - აცხადებენ სპეციალისტები.