ავტორი:

"ქეთიმ ფეხი მოიტეხა, ეტლით დადის და ისე უვლის პატარას... ნიკა ძალიან ყურადღებიანია, ბებია-ბაბუაც ჩართულები არიან ყველაფერში" - ნანა ლორთქიფანიძე

"ქეთიმ ფეხი მოიტეხა, ეტლით დადის და ისე უვლის პატარას... ნიკა ძალიან ყურადღებიანია, ბებია-ბაბუაც ჩართულები არიან ყველაფერში" - ნანა ლორთქიფანიძე

ცნობილ ქართველ მსახიობს - ნანა ლორთქიფანიძეს ინტერვიუს ჩასაწერად დავუკავშირდით, თუ როგორია მისი დღევანდელობა მას შემდეგ, რაც კიდევ ერთი შვილიშვილის ბებია გახდა... თუმცა ქვეყანაში შექმნილი, უკიდურესად გამწვავებული მოვლენების ფონზე, პოლიტიკაზე დასმულ კითხვებსაც მსახიობმა გულწრფელად უპასუხა...

- ქალბატონო ნანა, როგორია თქვენი დღევანდელობა?

- ჩემი დღევანდელობა არის - შრომა, შრომა და შრომა, სახლში თუ გარეთ..

- რაც კიდევ ერთი შვილიშვილი შეგეძინათ, იმის შემდეგ საქმე მოგემატათ?

- დიახ, რასაკვირველია, საზრუნავი კიდევ დამემატა... კიდევ ორი უფროსი შვილიშვილი მყავს და როგორც ყველა ქალს უწევს ჯაფა - სადილი, ვახშამი, სარეცხი და შემდეგ სამსახური, მეც ასე ვარ.

- უფროსი შვილიშვილები თქვენთან არიან?

- ამჯერად ჩემთან არიან, რადგან ჩემმა ქალიშვილმა ფეხი მოიტეხა. მასთანაც თითქმის ყოველდღე მივდივარ. სამშობიაროდან რომ გამოვიდა, მეორე დღეს ასე დაემართა. უფროსი ბავშვები სკოლაში დადიან, დილით ადრე ადგომა და სკოლაში წასასვლელად გამზადება სჭირდებათ, რასაც მე ვაგვარებ. ფეხმოტეხილი ქეთი ეტლით დადის და ისე უვლის პატარას, ჩვენც მაქსიმალურად ვეხმარებით. მეუღლე ძალიან უდგას გვერდით....განაგრძეთ კითხვა

წაიკითხეთ ასევე: