პატიმრობაში მყოფი ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიამ დაჯილდოებაზე მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას მსახიობის დედა ლიკა გუნცაძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე“ აქვეყნებს და შესაბამის წერილს ავრცელეს.
"დამნაშავე" ანდრო ჭიჭინაძე მიიწვია ევროპის კინოაკადემიამ დაჯილდოებაზე“, - წერს ლიკა გუნცაძე.
წერილის თანახმად, დაჯილდოება 2026 წლის 17 იანვარს ბერლინში გაიმართება.
შეგახსენებთ, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე გასული წლის საპროტესტო აქციების დროს დააკავეს. მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.