“საბჭოთა კავშირისგან გამოყოფილ სახელმწიფოებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული და პროდასავლური საქართველო, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, სულ უფრო ავტორიტარული ხდება და მეზობელ რუსეთთან ეკონომიკურ კავშირებს აღრმავებს“, - ამის შესახებ აღნიშნულია სტატიაში, რომელსაც Reuters-ი აქვეყნებს.
გამოცემა წერს, რომ ოპოზიციის რამდენიმე წამყვანი ფიგურა ციხეშია, პოლიციამ კი გააძლიერა იმ მომიტინგეების დაკავებები, რომლებიც ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე რეგულარულ ანტისამთავრობო დემონსტრაციებს ესწრებიან.
„ეს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში ავტორიტარული მმართველობისკენ სწრაფვის მკვეთრ ესკალაციას აღნიშნავს“, - აღნიშნულია სტატიაში.
გამოცემა წერს, რომ აღნიშნული სამი პარტია მკვეთრად პროდასავლური ორიენტაციის არიან. სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ამარტივებს.
„ქართულმა ოცნებამ“ გაყინა მოლაპარაკებები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ბლოკს თბილისში რევოლუციის დაგეგმვაში ადანაშაულებს. ევროკავშირი ბრალდებებს უარყოფს“, - წერს Reuters-ი.