Microsof-ის დამფუძნებელი, მილიარდერი ბილ გეითსი, რომელიც ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირების ერთ-ერთი მთავარი მომხრე იყო, ახლა აცხადებს, რომ კლიმატური ცვლილებებისთვის გამოყოფილი რესურსები უფრო მნიშვნელოვანი პრობლემისკენ უნდა მივმართოთ.
ბილ გეითსი არ ამბობს, რომ კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლა უნდა შეწყვიტონ, თუმცა, მისი თქმით, დონალდ ტრამპის მიერ USAID-ის ბიუჯეტის შემცირებას უფრო დიდი პრობლემის გამოწვევა შეუძლია. მაგალითად, ძალიან გართულდება შიმშილისა და სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა.
"კლიმატურ ცვლილებებსაც სერიოზული შედეგები ექნება, განსაკუთრებით ღარიბ ქვეყნებში, მაგრამ ის ადამიანთა მოდგმას არ გაანადგურებს. ეს არის შანსი, რომ უფრო მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილოთ ყურადღება - ადამიანთა სიცოცხლის გაუმჯობესება. ჩვენი მთავარი მიზანია ტანჯვის პრევენცია. განსაკუთრებით მსოფლიოს ყველაზე ღარიბ ქვეყნებში“ - , ამბობს გეითსი.
"ადამიანები ყველაფერს გაუძლებენ და, მიუხედავად იმისა, რომ კლიმატური კატასტროფები ხშირი იქნება, ისინი ადამიანთა რასას ვერ გაანადგურებენ. ამავდროულად, ინვესტიციები უნდა ჩავდოთ დაავადებების სამკურნალოდ", - ამბობს ვუდლენდის კლიმატის კვლევითი ცენტრის მეცნიერი, ჯენიფერ ფრენსისი.
"განვითარებადი ქვეყნებისთვის კლიმატურ კრიზისზე დიდი საფრთხე არ არსებობს. მას ყველაფერი უკუღმად ესმის“, - კლიმატის საკითხები მკვლევარი მაიკლ მენი.
მოამზადა საბა ჩიტიაშვილმა