სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან გაათავისუფლა და სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად განაწესა.
"ა.წ. 29 ოქტომბრიდან არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) გათავისუფლდეს ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან და განმწესდეს წმ. სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად“, - ნათქვამია ბრძანებაში, რომელსაც ილია მეორე აწერს ხელს.