ბათუმის სასამართლომ "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი, ლუკა კურტანიძე პატიმრობაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე, ლევან ყოლბაიამ მიიღო.
"ჩვენი პოზიცია არის, რომ ძირითადი მტკიცებულებები პროკურატურის უდავოდ ვცანით - ერთ ნაწილში ვაღიარებთ ბრალს, დანარჩენ სამ მუხლს არ ვეთანხმებით, გვაქვს ჩვენი არგუმენტები, მათ შორის იმ ნაწილშიც, რაც გულისხმობს ძალადობას. ელდარ კურტანიძის პოზიცია არის, რომ აიღოს თავისი პასუხისმგებლობა.
ექსპერტის დასკვნა არსებობს, სადაც ქალბატონ ხათუნას არ დასჭირდა სამედიცინო ჩარევა ადგილზე და ექსპერტის დასკვნა არის, რომ დაზიანება არის მსუბუქი ჯანმრთელობის მუხლით. უბრალოდ იყო გაწევ-გამოწევა, ხელით შეეხო იმისათვის, რომ შემთხვევის ადგილი დაეტოვებინა“,- აცხადებს ადვოკატი.
მორიგი სასამართლო პროცესი 13 ნოემბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, ლუკა კურტანიძის წინააღმდეგ გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს, ცოტა ხნის წინ ბრალდებას ახალი მუხლი დაემატა, რაც საკუთრების უფლების დარღვევას გულისხმობს.
ლუკა კურტანიძეს ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანებისა და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის მუხლით წარედგინა. აღნიშნული ქმედება 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.