ჩემი პატივისცემა და სოლიდარობა მამა დოროთე ყურაშვილს!, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"პასუხისმგებლობას ვერ გაექცევით, თქვენ, ვინც პატრიარქის სახელის უკან იმალებით და გსურთ თქვენი გადაწყვეტილების სიმძიმე მას დააკისროთ, თუმცა მართალი სიტყვისა და თავისუფლების ჩახშობა არ გამოგივათ. საქართველოს ეკლესიამ ასეთს და მეტსაც გაუძლო და კიდევ გაუძლებს!”, - წერს ზურაბიშვილი.
ინფორმაციისთვის, საპატრიარქოს ეპარქიული კომისიის შემდეგ საპატრიარქომ გამოაქვეყნა პატრიარქის, ილია მეორეს ხელმოწერილი ბრძანება, რომელის თანახმად, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი)ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან თავისუფლდება და წმ. სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად განწესდება.
წაიკითხეთ ასევე: