ავტორი:

“ჩვენ სხვებზე მეტი ბირთვული იარაღი გვაქვს, ვფიქრობ, მიზანშეწონილია, რომ გამოცდა ჩვენც ჩავატაროთ“ - დონალდ ტრამპი

“ჩვენ სხვებზე მეტი ბირთვული იარაღი გვაქვს, ვფიქრობ, მიზანშეწონილია, რომ გამოცდა ჩვენც ჩავატაროთ“ - დონალდ ტრამპი

“ჩვენ სხვებზე მეტი ბირთვული იარაღი გვაქვს, ამიტომ, მიზანშეწონილია, რომ გამოცდა ჩვენც ჩავატაროთ,“ - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე განუცხადა.

„ბირთვული იარაღის გამოცდას ყველა ატარებს. ჩვენ სხვებზე მეტი ბირთვული იარაღი გვაქვს. ჩვენ გამოცდებს არ ვატარებთ, მაგრამ, როდესაც სხვები ამას აკეთებენ, ვფიქრობ, მიზანშეწონილია, რომ გამოცდა ჩვენც ჩავატაროთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპის ცნობით, აშშ-ში ბირთვული იარაღის გამოცდების შესახებ მალე გამოაცხადებს.

ამასთან, მისი თქმით, აშშ რუსეთთან ბირთვული განიარაღების საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

„დენუკლეარიზაციის ხილვა მსურს. ამის შესახებ რუსეთთან ვსაუბრობთ და შესაძლოა ჩინეთიც შემოგვიერთდეს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.