ავტორი:

საქართველოს ბაზარი და ონლაინ ვაჭრობა: მომავლის ინფრასტრუქტურა, რომელიც უკვე მუშაობს

საქართველოს ბაზარი და ონლაინ ვაჭრობა: მომავლის ინფრასტრუქტურა, რომელიც უკვე მუშაობს

საქართველოს ელექტრონული კომერციის ბაზარი სწრაფი ზრდის ფაზაში იმყოფება. ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო მეტი მომხმარებელი ირჩევს ონლაინ შოპინგს – კომფორტულ, სწრაფ და მრავალფეროვან არჩევანს. მომხმარებლის ქცევა სწრაფად იცვლება, რაც ახალ პერსპექტივას სთავაზობს ბიზნესს. საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიები სწრაფად ერგებიან ცვლილებებს — აუმჯობესებენ სერვისს, ლოგისტიკას და ინფრასტრუქტურას მომხმარებელთა ახალი საჭიროებების შესაბამისად.

ერთ-ერთი ასეთი მოთამაშეა Wildberries – ერთ-ერთი უდიდესი ონლაინ გაყიდვების პლატფორმა ევრაზიის რეგიონში. კომპანია აქტიურად ავითარებს ლოგისტიკურ ქსელს, მისმა ადგილობრივმა პარტნიორმა უკვე დაიწყო ოპერირება სრულფასოვანი გაყიდვების პლატფორმით საქართველოში. ეს ნიშნავს, რომ პროდუქცია გახდება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი, განვითარდება საწყობებისა და კურიერული მომსახურების ინფრასტრუქტურა, ასევე შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები. ამ ტიპის მოთამაშეების გამოჩენა აძლიერებს კონკურენციას და ხელს უწყობს ტექნოლოგიურ პროგრესს მთელ სექტორში.

მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული კომერციის ბაზარი საქართველოში ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია, მისი პოტენციალი აშკარაა და სულ უფრო მეტ ინტერესს იწვევს საერთაშორისო კომპანიებში. ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის ზრდა, ციფრული გადახდებისა და ლოგისტიკის განვითარება ქმნის ხელსაყრელ გარემოს ონლაინ ვაჭრობის განვითარებისთვის. გარდა ამისა, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მონაცემებით, საქართველო აქტიურად მუშაობს ციფრული ტრანსფორმაციისათვის საჭირო ინსტიტუციური და პოლიტიკური ჩარჩოს შექმნაზე. სწორედ ამ ფაქტორების გამო, ქართულ ბაზარზე ჩნდებიან მსხვილი საერთაშორისო მოთამაშეები, რომლებიც არა მხოლოდ საქონლის გაყიდვას, არამედ თანამედროვე ინფრასტრუქტურის ფორმირებასაც უწყობენ ხელს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს ინტერნეტ მომხმარებელთა 38.5%-მა შეიძინა ან შეუკვეთა პროდუქცია და სერვისი ონლაინ. ახალგაზრდებსა და ეკონომიკურად აქტიურ მოქალაქეებში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია. საქართველოს შემოსავლების სამსახურის სტატისტიკით, 2024 წელს უცხოეთიდან მიღებული ამანათების რაოდენობა გაორმაგდა და 15.1 მილიონს მიაღწია. ამ ამანათების საერთო ღირებულებამ 1.4 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც 2.7-ჯერ აღემატება 2023 წელს მიღებული ამანათების საერთო ღირებულებას. ერთი ამანათის ფასი დაახლოებით 47.7 ლარს შეადგენს, ხოლო მიტანისას შესრულებული შეკვეთების უდიდესი ნაწილი (დაახლოებით 96%) მცირე ამანათებია, რომელთა ღირებულება არ აღემატება 300 ლარს.

ამ ეტაპზე Wildberries, რომელიც ქართულ ბაზარზე 2024 წლის ბოლოს შევიდა, უკვე ახდენს გავლენას ქართული ვაჭრობის ციფრულ ტრანსფორმაციაზე – ამ დროისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით ბრენდის სახელით გახსნილია 90 შეკვეთების გაცემის პუნქტი. თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა მომავლის ინვესტიციაა – პლატფორმას შეუძლია გახდეს მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდის ერთ-ერთი მთავარი პლატფორმა, სადაც ადგილობრივ მეწარმეებს მიეცემათ შესაძლებლობა თავიანთი პროდუქცია წარმოადგინონ ონლაინ პლატოფრმაზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა მეწარმეებისთვისა და კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ეძებენ განვითარების ახალ შესაძლებლობებს და თავადაც აქტიურად იყენებენ ონლაინ ვაჭრობას.

Wildberries უკვე დგამს ნაბიჯებს ადგილობრივი სელერებისა და მწარმოებლების ჩართულობის გაზრდისკენ. 2025 წლის სექტემბრის ბოლოს კომპანიამ თბილისში გამართა შეხვედრა ქართველ მეწარმეებთან ({ბმული}), სადაც განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები, პლატფორმაზე სელერად რეგისტრაციის პირობები და მხარდაჭერის პროგრამები. პროექტის ფარგლებში, Wildberries სთავაზობს ადგილობრივ ბიზნესებს საგანმანათლებლო და მარკეტინგულ ინიციატივებს განვითარების ცენტრის — Pro WB — მეშვეობით, რათა გაუმარტივოს მათ ინტეგრაცია ონლაინ-მარკეტფლეისის ეკოსისტემაში.

ციფრული გაყიდვების არხებზე გადასვლა მხოლოდ კომფორტი არ არის – ეს არის მდგრადი ეკონომიკური განვითარების საფუძველი. ისინი არა მხოლოდ აძლიერებენ თანამედროვე ინფრასტრუქტურას, არამედ ახალ შესაძლებლობებს ქმნიან მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ონლაინ ვაჭრობა, მათ შორის ისეთი ონლაინ გაყიდვის პლატფორმების მეშვეობით, როგორიცაა Wildberries, ამარტივებს პროცესებს, ზრდის გამჭვირვალობას და ხელმისაწვდომობას. ამ კონტექსტში, ინფრასტრუქტურასა და ტექნოლოგიებში ინვესტირება არა ერთჯერადი ქმედება, არამედ სტრატეგიული ნაბიჯია მომავალისკენ. საერთაშორისო პლატფორმები აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს ციფრული ეკონომიკის ფორმირებაში და ქმნიან მყარ საძირკველს მისი მდგრადი ზრდისთვის.

R