კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში ქარიშხალ "მელისას“, სულ მცირე, 34 ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, იამაიკაზე რვა, დომინიკელთა რესპუბლიკაში ერთი, ხოლო ჰაიტიზე 25 ადამიანი დაიღუპა.


მეხუთე კატეგორიის ქარიშხალი "მელისა“ იამაიკას თავს სამშაბათს დაატყდა, სადაც წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. მოგვიანებით, ქარიშხალმა კარიბის ზღვის აუზის სხვა ქვეყნებისკენ გადაინაცვლა.

