ლუვრის ძარცვის ბრალდებით დაკავებულია კიდევ ხუთი პირი. როგორც პარიზის პროკურატურაში აცხადებენ, ისინი გასულ ღამეს პარიზის რეგიონში დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ დამატებით ხუთი ეჭვმიტანილის დაკავებამდე პოლიციამ ლუვრის ძარცვის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავა, რომლებმაც ბრალი "ნაწილობრივ აღიარეს".

ერთ-ერთი ბრალდებული 34 წლის ალჟირელი მამაკაცია. ერთიც პარიზში დაბადებული 39 წლის ტაქსის მძღოლი. ორივე მათგანს კრიმინალური წარსული აქვს.
საფრანგეთის კანონმდებლობით ჯგუფური ძარცვის გამო პოტენციურად 15-წლიანი სასჯელი და დიდი ჯარიმაა.
დამნაშავეთა ძიებაში 100-ზე მეტი გამომძიებელი იყო ჩართული და სამართალდამცავებს 150 დნმ-ის ნიმუშის გაანალიზება მოუწიათ. შეისწავლეს დანაშაულის ადგილზე დარჩენილი ნივთები, ხელთათმანები, ჩაფხუტები და დამცავი ჟილეტები.
მოპარული სამკაულიდან არის 1000-ზე მეტი ბრილიანტის მქონე ყელსაბამი, რომელიც ნაპოლეონმა თავის მეორე ცოლს აჩუქა. აღსანიშნავია, რომ მოპარული ნივთები ბრალდებულების დაკავების შემდეგაც კი, ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის ნაპოვნი.
მოამზადა საბა ჩიტიაშვილმა