ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტს შორის სასამართლო დავა გრძელდება. საქმე ეხება საერთო ფრანგული ღვინის ქარხანას, Chateau Miraval-ს. თებერვალში პიტმა სასამართლოს განუცხადა, რომ ჯოლიმ რუს ბიზნესმენ იური შეფლერს მათი ღვინის ბიზნესის წილი მიჰყიდა.
ჯოლიმ საკუთარ დეკლარაციაში ადრე აღიარა, რომ რეგულარულად ესაუბრებოდა ბიზნეს მენეჯერს ტერი ბერდს ბიზნესისა და პროფესიული ცხოვრების „ყველა ასპექტზე“, მათ შორის იურიდიულ საკითხებზე.

ანჯელინა მიმოწერის გასაჯაროებაზე უარს აცხადებს. მისმა ადვოკატმა, პოლ მერფიმ, Page Six განუცხადა, ბრედი ანჯელინას შევიწროებას ცდილობს.

წყვილმა შატო მირავალი 2008 წელს შეიძინა. პიტი ქონების 60 პროცენტს ფლობდა, ჯოლი - 40%-ს. 2014 წელს, დაქორწინების შემდეგ, პიტმა ჯოლის კიდევ 10% აჩუქა. განქორწინების შემდეგ, ანჯელინამ თავისი აქციები გაყიდა. პიტი კი ამტკიცებდა, რომ გარიგება უკანონო იყო და ყოფილ მეუღლეს უჩივლა. სასამართლო პროცესზე მან განაცხადა, რომ მას და ჯოლის ჰქონდათ შეთანხმება, არ გაეყიდათ თავიანთი წილები ურთიერთშეთანხმების გარეშე, მაგრამ ანჯელინამ ეს შეთანხმება დაარღვია.
როგორც პიტის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ღვინის ქარხანა მსახიობის ნამდვილ ვნებად იქცა და მისი ძალისხმევით გადაიქცა "მრავალმილიონიან ბიზნესად“, ანჯელინას კი არაფერი გააკეთა პროექტის წარმატებისთვის.