ავტორი:

ასტრონომებმა აღმოაჩინეს “სუპერ დედამიწა“, რომელიც ჩვენს პლანეტას საოცრად ჰგავს - “ის სიცოცხლის განვითარებისთვის აუცილებელ ყველა პირობას აკმაყოფილებს“

ასტრონომებმა აღმოაჩინეს “სუპერ დედამიწა“, რომელიც ჩვენს პლანეტას საოცრად ჰგავს - “ის სიცოცხლის განვითარებისთვის აუცილებელ ყველა პირობას აკმაყოფილებს“

20 წლიანი კვლევის შემდეგ ასტრონომებმა აღმოაჩინეს პლანეტა, რომელიც საოცრად ჰგავს დედამიწას. აღმოჩენა შესაძლებელი გახდა Habitable Zone Planet Finder-ის წყალობით - სპექტროგრაფს ახლომდებარე ვარსკვლავების მიერ გამოსხივებული ინფრაწითელი სიგნალების გაზომვა შეუძლია.

დედამიწიდან 18 მილიონი სინათლის წლის დაშორებით მდებარე ეს პლანეტა, სახელად GJ 251 c, სიცოცხლის განვითარებისთვის აუცილებელ ყველა პირობას აკმაყოფილებს. მისი ზედაპირი დედამიწის ზედაპირს დაახლოებით ოთხჯერ აღემატება და კლდოვანი მასები ჩანს.

ამ აღმოჩენის შესახებ, პლანეტარული და ეგზოპლანეტარული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კონსორციუმის ასტროფიზიკოსი სუვრატ მაჰადევანი IOPscience-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში საუბრობს:

“ეს აღმოჩენა წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო კანდიდატს დედამიწის მიღმა სიცოცხლის ატმოსფერული ნიშნების მოსაძებნად. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის მიღმა სიცოცხლის აღმოჩენა იმედისმომცემი ჩანს, სიფრთხილე უნდა შევინარჩუნოთ. მხოლოდ ტელესკოპების შემდეგი თაობა შეძლებს GJ 251 c-ს ატმოსფეროს სიმკვრივის უკეთ შესწავლას."

აქამდე აღმოჩენილია 5000-ზე მეტი ეგზოპლანეტა, რომელიც მოძრაობს არა მზის, არამედ სხვა ვარსკვლავის, ვარსკვლავური ნარჩენის ან ყავისფერი ჯუჯის გარშემო.

წყარო