ჟურნალისტი გვანცა დარასელია საზოგადოებას მნიშვნელოვან დისკუსიაში იწვევს. მან სოციალურ ქსელში ემოციური ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც საჯარო თუ არასაჯარო პირების გარეგნობის საჯარო შეფასების მზარდ ტრენდზე ამახვილებს ყურადღებას.
"დაფიქრებულხართ თუ არა, რა არის თქვენი მიზანი, როდესაც ადამიანს სოციალურ ქსელში... უწერთ კომენტარს მისი გარეგნობის შესახებ?“ – ამ კითხვით იწყებს დარასელია საუბარს იმ შეტყობინებებსა და კომენტარებზე, რომლებსაც თავადაც ხშირად იღებს, მაგალითად: "რა გამხდარი ხარ, ეს რას დამსგავსებულა, მგონი ძალიან დაბერდი".
ჟურნალისტი გვაფრთხილებს, რომ ამის მიღმა ხშირად შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემა, ფსიქოლოგიური სირთულეები ან ცხოვრების რთული ეტაპები იმალებოდეს.
- დაფიქრებულხართ თუ არა, რა არის თქვენი მიზანი, როდესაც ადამიანს სოციალურ ქსელში საჯარო პირი იქნება ეს თუ არა, უწერთ კომენტარს მისი გარეგნობის შესახებ.

მე ხშირად ვიღებ ისეთ შეტყობინებებს, ვაიმე, რა გამხდარი ხარ, ეს რას დამსგავსებულა, მგონი ძალიან დაბერდი. რა თქმა უნდა, ეს ჩემს შინაგან სრულფასოვნებაზე არანაირად არ მოქმედებს, მაგრამ რომ წარმოვიდგენ ხოლმე, ზოგადად ეს ტრენდი, სრულყოფილებისკენ სწრაფვის ამაში დიდი წვლილი მიუძღვის სოციალურ მედიას, შეფასებებს, ის რაც მოდის უცხო ადამიანებისგან კომენტარების სახით.
დავფიქრდეთ, რომ ხშირად სიგამხდრის, სიმსუქნის ან ნაოჭის მიღმა იდგეს, ჯანმრთელობის პრობლემა, ფსიქოლოგიური ასპექტები, ცხოვრების წესი, ის სირთულეები, რომლებსაც ადამიანები გავდივართ.

მინდა დავფიქრდეთ, რომ ადამიანის გარეგნობა არ არის მისი შეფასების უმაღლესი კრიტერიუმი და შესაძლოა ჩვენმა წამოსროლილმა სიტყვამ ან კომენტარმა მართლა იქონიოს მასზე გავლენა, ატკინოს გული და უბიძგოს სხვადასხვა პროცედურებისკენ და ინიექციებისკენ, აი, იმ სრულყოფილებას რომ მიაღწიოს. უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ და უფრო მეტად უნდა მივიღოთ ერთმანეთი ისეთი, როგორებიც ვართ. არ დავიშუროთ, კარგი კომენტარებიც".
წაიკითხეთ ასევე: