რობერტ დე ნიროს შვილიშვილის, 19 წლის ლეანდრო დე ნიროს და მისი ასაკის კიდევ ორი ახალგაზრდის სიკვდილთან დაკავშირებით 5 ადამიანს ბრალი წაუყენეს. საქმე ეხება 2023 წელს რამდენიმე ახალგაზრდის, მათ შორის ჰოლივუდის ვარსკვლავის შვილიშვილის ნარკოტიკების დოზის გადაჭარბებით სიკვდილს.
გამოძიება ბრიუს ეპერსონს, ედი ბარეტოს, გრანტ მაკივერს, ჯონ ნიკოლასს და როი ნიკოლასს, ფენტანილის სადისტრიბუციო ქსელის მართვაში ადანაშაულებს, რომელიც ნიუ იორკში მოზარდებსა და ახალგაზრდებზე, სოციალური მედიის საშუალებით, ნარკოტიკს ყიდდა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა სოციალური მედია და დაშიფრული შეტყობინებების აპლიკაციები გამოიყენეს ნიუ-იორკში ფენტანილის შემცველი ნარკოტიკული საშუალების ათასობით აბის გასაყიდად 2023 წლის იანვრიდან ივლისამდე პერიოდში.
რობერტ დე ნიროს შვილიშვილი 2023 წლის 2 ივლისს გარდაიცვალა. მან სავარაუდოდ, ნარკოტიკი დილერისგან შეიძინა, რომელსაც თავის მხრივ ბრალდებული მაკივერი, ერსონი და ბარეტო ამარაგებდნენ,
დე ნირო უმცროსი ლეგენდარული მსახიობის ქალიშვილის, დრენას ერთადერთი შვილი იყო.
თუ ბრალდება დამტკიცდება, დაკავებულებს მინიმუმ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, ან სამუდამო პატიმრობა მიესჯებათ.