ვილნიუსის აეროპორტი, ბელარუსიდან შეფრენილი კონტრაბანდის გადამტანი სამი მეტეოროლოგიური ბუშტის გამო, კვლავ დაიხურა.
ეს არ იყო აეროპორტის ფუნქციონირების პირველი იძულებითი შეწყვეტა ამ კვირაში - გასული კვირის განმავლობაში სულ ოთხი ასეთი ინციდენტი მოხდა.
სასაზღვრო დაცვის ცნობით, ამ ბუშტებიდან ორი საღამოს 9-დან 10 საათამდე ვარენას სასაზღვრო რაიონში იპოვეს, ერთი კი - ვილნიუსში.
ცნობისთვის, ბოლო კვირის განმავლობაში კონტრაბანდის გადამტანი ბუშტების დაფიქსირების გამო, ვილნიუსის აეროპორტმა მუშაობა ოთხჯერ შეაჩერა