საქართველოში მონაკოს პრინცესა, შარლინ უიტსტოკი, ძმასთან, გარეტთა და მონაკოელ მორაგბეებთან ერთად იმყოფება.
როგორც ცნობილია, ის 29 ოქტომბერს მარტყოფის მორაგბეთა ბაზაზე გამართულ 16 წლამდელთა 7-კაცა თამაშებს დაესწრო. პრინცესას თან ახლდნენ საქართველოში წითელი ჯვრის პრეზიდენტი, ქალბატონი ნათია ლოლაძე და საქართველოს რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი, დავით კაჭარავა.

თამაშებში მონაწილეობდნენ ასევე მონაკოს გუნდებიც. ღონისძიების მიზანი ახალგაზრდებში სპორტული ცხოვრების წესის პოპულარიზაცია იყო. შესაბამისი ინფორმაცია და ფოტოები სოციალურ ქსელში პრინცესას ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.




აღსანიშნავია, რომ პრინცესა შარლინი მონაკოს რაგბის ფედერაციის პრეზიდენტია.