ავტორი:

ამერიკულ აკადემიაში სკოლის დამფუძნებლის დღე აღინიშნა - მეთორმეტეკლასელებმა გივი ზალდასტანიშვილის ხსოვნას მიაგეს პატივი

ამერიკულ აკადემიაში სკოლის დამფუძნებლის დღე აღინიშნა - მეთორმეტეკლასელებმა გივი ზალდასტანიშვილის ხსოვნას მიაგეს პატივი

ამერიკულ აკადემიაში ტრადიციულად სკოლის დამფუძნებლის დღე აღინიშნა. ღონისძიება ყოველწლიურად იმართება.

როგორც “ამერიკული აკადემიის“ განცხადებაშია აღნიშნული, უკვე 25-ე წელია, რაც ამერიკული აკადემია გივი ზალდასტანიშვილის იდეებისა და ფასეულობების საფუძველზე აგრძელებს საგანმანათლებლო საქმიანობასა და განვითარებას.

“ღონისძიება დილით დაიწყო. მოსწავლეებმა სკოლის ისტორიის ამსახველი დოკუმენტური ფილმი ნახეს. ფილმის ჩვენებამდე სიტყვით გამოვიდნენ მამუკა ხაზარაძე და დირექტორი, ანდრეს კრუზი.

მამუკა ხაზარაძემ განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნა აკადემიის მისიის მნიშვნელობა და გივი ზალდასტანიშვილის იდეების გაგრძელების აუცილებლობა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მეთორმეტეკლასელებმა დირექტორთან ერთად გივი ზალდასტანიშვილის ხსოვნას მის საფლავზე გასვლით მიაგეს პატივი.

მადლობა ყველას ვინც ჩვენთან ერთად აღნიშნა ეს მნიშვნელოვანი დღე,“ - აღნიშნულია განცხადებაში.