ავტორი:

წყლით დაფარული ქალაქები, ათობით წაღებული სიცოცხლე, მილიარდობით ზარალი - ქარიშხალმა "მელისამ" ნაწილობრივ ძალა დაკარგა, თუმცა ის მაინც საშიშია

წყლით დაფარული ქალაქები, ათობით წაღებული სიცოცხლე, მილიარდობით ზარალი - ქარიშხალმა "მელისამ" ნაწილობრივ ძალა დაკარგა, თუმცა ის მაინც საშიშია

ქარიშხალი “მელისა“ ბერმუდის გავლით კარიბის ზღვის რეგიონში მოძრაობას აგრძელებს. სტიქიის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობამ უკვე 49-ს მიაღწია.

იამაიკაში მაშველები ინტენსიურად მუშაობდნენ გზების გასაწმენდად და იზოლირებულ რაიონებში მოქცეულ მცხოვრებთა დასახმარებლად. “ამ დროისთვის დაღუპულია 19 ადამიანი თუმცა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება“, - განაცხადა ინფორმაციის მინისტრმა დანა მორის დიქსონმა.

სამოქალაქო დაცვის სააგენტოს განცხადებით, ჰაიტიში დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა და კიდევ 20 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

ხუთშაბათ საღამოს, 2-ე კატეგორიად შეფასებული ქარიშხალი 155 კმ/სთ სიჩქარით ბერმუდის კუნძულებს დასავლეთ ნაწილს მიუახლოვდა, თუმცა მაცხოვრებლებმა სიმშვიდე შეინარჩუნეს, რადგან მოსალოდნელი იყო, რომ შტორმი კუნძულის გვერდს აუვლიდა.

იამაიკის დედაქალაქი კინგსტონი ყველაზე მძიმე ზარალს გადაურჩა, ხოლო მთავარი საერთაშორისო აეროპორტი ჰუმანიტარული ფრენების მისაღებად ხელახლა გაიხსნა. ოფიციალური ინფორმაციით, ზოგიერთი ქალაქი წყალქვეშ მოექცა, ხოლო სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ელექტროენერგიის ხაზები და მობილური ანძები დაზიანდა.

ქარიშხლის საფრთხის გამო, აღმოსავლეთ კუბაში ხელისუფლებამ დაახლოებით 735 000 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა, კუბას “მელისა“ სამშაბათს დაატყდა თავს, თუმცა დაღუპულთა რიცხვზე და ზარალის ოდენობაზე ამ დრომდე ინფორმაცია ჯერ არ არსებობს.

ბაჰამის კუნძულებზე, რომლებიც “მელისამ“ უკვე გაიარა, თითქმის 1 500 ადამიანი ადამიანის ევაკუაცია მოხდა - ეს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ევაკუაციაა ქვეყნის ისტორიაში.

ქარიშხალმა “მელისამ“ კარიბის ზღვის რეგიონს უკვე მიაყენა უზარმაზარი, სავარაუდოდ, მილიარდობით დოლარის ოდენობის ზარალი, თუმცა ზუსტი პროგნოზებისა და მთავრობის მიერ გატარებული წინასწარი ღონისძიებების წყალობით, ბევრმა ადამიანმა თავშესაფრებში გადასვლა და გადარჩენა შეძლო.

აშშ-ის ეროვნული ქარიშხლების ცენტრის მონაცემების მიხედვით, “მელისამ „უკვე დაკარგა ძალა და მეორე კატეგორიამდე ჩამოქვეითდა, მაგრამ კვლავ მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს ადამიანებისთვის.

წყარო