უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, ბოლო თვეებში რუსეთი უკრაინას იმ ფრთოსანი რაკეტით დაესხა თავს, რომლის საიდუმლო შემუშავებამაც დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე პირველი ვადით ყოფნის დროს მოსკოვთან ბირთვული იარაღის კონტროლის შესახებ შეთანხმების მიტოვებისკენ უბიძგა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ამასთან, კიდევ ერთმა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა Reuters-ს განუცხადა, რომ რუსეთმა აღნიშნული რაკეტა უკრაინის მიმართულებით აგვისტოს შემდეგ 23-ჯერ ისროლა. წყაროს ცნობით, უკრაინამ ასევე დააფიქსირა 9M729-ის ორჯერ გაშვება 2022 წელს.

ცნობისთვის, 9M729 რაკეტის გამო შეერთებულმა შტატებმა 2019 წელს საშუალო რადიუსის ბირთვული ძალების (INF) ხელშეკრულება დატოვა. ვაშინგტონმა განაცხადა, რომ რაკეტა ხელშეკრულებას არღვევდა და 500 კმ-იან ლიმიტზე უფრო დიდ მანძილზე ფრენა შეეძლო, თუმცა რუსეთმა ეს უარყო.