ავტორი:

ექიმები ილონ მასკის ჯანმრთელობის მდგომარეობით შეშფოთებულები არიან - რას ამბობენ მედიკოსები მას შემდეგ, რაც მილიარდერი ბოლო პოდკასტში გამოჩნდა

ექიმები ილონ მასკის ჯანმრთელობის მდგომარეობით შეშფოთებულები არიან - რას ამბობენ მედიკოსები მას შემდეგ, რაც მილიარდერი ბოლო პოდკასტში გამოჩნდა

ექიმები ილონ მასკის ჯანმრთელობის მდგომარეობით შეშფოთებულები არიან. 54 წლის მასკი პარასკევს, ჯო როგანის პოდკასტში გამოჩნდა. როგორც აღნიშნავენ, ბიზნესმენი დაღლილი და გამოფიტული ჩანდა.

"2024 წლის ივლისში რესპუბლიკური პარტიის ეროვნულ კონვენციაზეც კი, ახლანდელთან შედარებით, უფრო კარგად გამოიყურებოდა. როგორც ჩანს, ამ ზემოქმედებამ, სტრესმა და დაპირისპირებამ ის ფიზიკურად და ემოციურად დააბერა" - განაცხადა ნიუ-იორკში მოღვაწე ექიმმა, სტიუარტ ფიშერმა და დასძინა, რომ სწრაფი დაბერება მხოლოდ სახეზე არ აისახება - ის გულის შეტევისა და ინსულტის რისკს ზრდის".

"მუდმივი სტრესი ორგანიზმს კორტიზოლითა და ადრენალინით ავსებს, რაც იწვევს გულის პრობლემას და ზრდის სისხლის შედედების ალბათობას. ქრონიკული სტრესი ასევე ამცირებს საკვები ნივთიერებების შეწოვას, ამიტომ აუცილებელი ვიტამინები და ანტიოქსიდანტები ეფექტურად არ გამოიყენება, რაც უჯრედების "ჟანგვას“ იწვევს. სტრესში ცუდი ძილი და არასწორი კვება მხოლოდ აუარესებს სიტუაციას.

სტრესის ჰორმონების მაღალი დონე შლის კოლაგენს, ცილას, რომელიც კანს ანიჭებს სიმკვრივეს, ელასტიურობას და გლუვ ტექსტურას. ეს კანს მოშვებულ იერს სძენს, ჩნდება მუქი წრეები და ნაოჭები უფრო სწრაფად წარმოიქმნება. სტრესი ასევე ართულებს ძილს, რაც ეფექტებს კიდევ უფრო ამძაფრებს. ეს ასევე უარყოფითად მოქმედებს ტვინზე.

ეს სტრესია. არა მგონია, რომ ის მზად ყოფილიყო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საერთაშორისო პოლიტიკის შუაგულში ყოფნით გამოწვეული დაუძლეველი სტრესისთვის. ადგილობრივი პოლიტიკაც კი საკმარისად სტრესულია, მაგრამ ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე განხეთქილება განსხვავებულია."

მასკი, ოდესღაც საკუთარ თავს დემოკრატს უწოდებდა და 2020 წლის არჩევნებში ხმა ჯო ბაიდენს მისცა. თუმცა, მისი პოლიტიკური ორიენტაცია 2022 წელს რადიკალურად შეიცვალა.

წყარო