ავტორი:

"ხალხი ყვიროდა, - გაიქეცი, გაიქეცი, ვაგონი სისხლით იყო დაფარული" - თავდასხმა დიდ ბრიტანეთში, მატარებელში: 9 ადამიანს სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები მიაყენეს

"ხალხი ყვიროდა, - გაიქეცი, გაიქეცი, ვაგონი სისხლით იყო დაფარული" - თავდასხმა დიდ ბრიტანეთში, მატარებელში: 9 ადამიანს სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები მიაყენეს

დიდ ბრიტანეთში, კემბრიჯშირში, მატარებელში რამდენიმე ადამიანი ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრეს. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია ორი მამაკაცი. მედიის ცნობით, დანაშაული მოხდა მატარებელში, რომელიც დონკასტერიდან კინგს კროსის მიმართულებით ასრულებდა რეისს.

  • ათი დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათგან 9 ადამიანს სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები აქვს მიღებული. ამ დროისთვის დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

გამოძიებაში კონტრტერორისტული სამსახურის თანამშრომლები არიან ჩართულები.

ბრიტანეთის სატრანსპორტო პოლიციის სამსახურის ხელმძღვანელი, კრის კეისი მომხდარს შოკის მომგვრელს უწოდებს. მისი თქმით, ამ დროისთვის არ შეუძლია ვარაუდი, თუ რა გახდა დანაშაულის მოტივი.

თვითმხილველი, რომელიც ინციდენტის დროს მატარებელში იმყოფებოდა ამბობს, რომ მგზავრები პანიკაში იყვნენ. ხალხი ყვიროდა - "გაიქეცი, გაიქეცი, ყველას დაჭრის“. იქ მყოფ ადამიანებს თავდაპირველად ეგონათ, რომ ეს ყველაფერი ჰელოუინის ღამის ხუმრობა იყო, თუმცა მალე მიხვდნენ რომ არავინ ეხუმრებოდათ, ვაგონი სისხლით იყო დაფარული.

თვითმხილველი ჰყვება, რომ ერთ-ერთმა ხანდაზმულმა მამაკაცმა ხელი შეუშალა თავდამსხმელს ახალგაზრდა გოგონასთვის დანის გამოყენებით ზიანი მიეყენებინა, რის შემდეგაც ამ მამაკაცს მიაყენეს ჭრილობა სახისა და ყელის არეში.